კვარაცხელია და დი ლორენცო „ნაპოლიში“ რჩებიან

კვარაცხელია და დი ლორენცო „ნაპოლიში“ რჩებიან

„ნაპოლის“ პირველი ვარჯიში კასტელ დი სანგროში გაიმართა და ყველა ყურადღებას აქცევდა გუნდის კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოსა და ხვიჩა კვარაცხელიას, რომლებიც სატრანსფერო ჭორების მიუხედავად, გუნდში რჩებიან, – ამის შესახებ „არეა ნაპოლი“ წერს.

„დღეს „ნაპოლიმ“კასტელ დი სანგროს ბაზაზე პირველი ვარჯიში გამართა. მწვრთნელის, ანტონიო კონტეს განკარგულებაში ყველა ის მოთამაშე იმყოფებოდა, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს.

ყურადღების ცენტრში იყვნენ ჯოვანი დი ლორენცო და ხვიჩა კვარაცხელია, რომლებიც ბოლო კვირების განმავლობაში სატრანსფერო ჭორების ცენტრში იყვნენ. თუმცა, კლუბი ყოველთვის კატეგორიულად წინააღმდეგი იყო მათი შესაზლო გასვისების. კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ამას არც განიხილავდა. ის ანტონიო კონტეს უკვე დაპირდა, რომ ორივე ფეხბურთელი ახალი პროექტის მონაწილე იქნება. დი ლორენცოც და კვარაცხელიაც გუნდს ცუდი სეზონის შემდეგ ვითარების შეცვლის სურვილით შეუერთდა. ჩვენმა კამერებმა დააფიქსირა მათი ხელის ჩამორთმევა, როგორც ერთგვარი შეთანხმება „ნაპოლის“ მომავლის გადატვირთვის შესახებ.

ეს ორი მოთამაშე სიმბოლოა ახალი „ნაპოლის“ და გუნდისთვის ბევრის მიცემა შეუძლიათ. კონტე მათ ბედნიერი სახით უყურებდა და მშვიდაა, რადგან საბოლოოდ გადაწყდა, რომ მათთან მუშაობა შეუძლია“, – წერს „არეა ნაპოლი“.