„იმედია, ეს არ გამართლდება... ძალიან მძიმე სანახავი იყო“ - რა იწინასწარმეტყველა გოგა მანიამ
1746647632
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე გულშემატკივარს დღევანდელ მატჩზე საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების გულშემატკივრობისკენ მოუწოდებს.
„დარწმუნებული ვარ, ჩვენ დღეს ვიზეიმებთ ჩვენი ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას. კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ქართველ გულშემატკივარს, ყველა შევიკრიბოთ და ყველამ ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ხელბურთელებს“, - განაცხადა შალვა გოგოლაძემ.
დღეს საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები საბერძნეთის ნაკრებს უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის საგზურს ზედიზედ მეორედ მოიპოვებს.
შეხვედრა „თბილისი არენას“ დარბაზში 17:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
მატჩისწინა ვარჯიშს „თბილისი არენაზე“ სპორტის მინისტრი დაესწრო.