ხვიჩას დიდებული ჟესტი, რომელმაც "ნაპოლის" ქომაგები აღაფრთოვანა

კვარა და სპალეტი

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩი „ნაპოლისა“ და „მილანს“ შორის 1:1 დასრულდა, ნეაპოლური გუნდი ორი შეხვედრის ჯამში დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

პირველი ტაიმი სტუმართა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

შეხვედრის პირველი ნახევრის დასრულებისას ხვიჩა კვარაცხელიას ჟესტმა "პარტენოპეის" ქომაგები აღაფრთოვანა. როგორც Areanapoli-ს ჟურნალისტი გაეტანო ბრუნეტი წერს, გასახდელისკენ მიმავალი ხვიჩა თითებით მოედნის საფარს შეეხო, შემდეგ კი ხელს აკოცა.

გამოცემა აღნიშნავს, თუ რამხელა სიყვარული ამოძრავებს "კვარას" საკუთარი პროფესიის მიმართ.