ხვიჩა კვარაცხელია დღეს საფრანგეთის თასის ნახევარფინალში ვერ ითამაშებს - მიზეზი ცნობილია

ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელია ჯანმრთელობის პრობლემის გამო, დღეს საფრანგეთის თასის ნახევარფინალში ვერ ითამაშებს.

Geo Team-ის ინფორმაციით, საფრანგეთის თასის 1/2 ფინალურ მატჩს ქართველი ფეხბურთელი ინტოქსიკაციის გამო ეთიშება.

„როგორც ჩვენთვის ცნობილია, ფეხბურთელი ამ მომენტისთვის თავს უკეთ გრძნობს და 5 აპრილს, „ანჟერის“ წინააღმდეგაც მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას“, - წერს Geo Team-ი.

ცნობისთვის, საფრანგეთის თასის ნახევარფინალში „პარის სენ-ჟერმენი“  „დიუნკერკს" დაუპირისპირდება.