1740372372
ხვიჩა გატანას კვლავ ოსიმენის გარეშე ეცდება... - სპალეტის გუნდი "ლეჩეს" დღეს დაუპირისპირდება

ლუჩანო სპალეტის გუნდი "ლეჩეს" დღეს, 7 აპრილს, თბილისის დროით 21:00 საათზე ესტუმრება. აღდგომის დღესასწაულის გამო სერია "ა"-ს მატჩები კვირამდე ჩატარდება.
იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე 10 ტურით ადრე რაღაც სასწაული უნდა მოხდეს, "ნაპოლისა" და მის კონკურენტებს შორის სატურნირო ვითარებაში არსებული უფსკრული აღმოიფხვრას.
ხვიჩა კვარაცხელიასა და მის თანაგუნდელებს "მილანთან" (0:4) მარცხის შემდეგ რეაბილიტაცია ესაჭიროებათ, თავის მხრივ კი, "ლეჩე" კატასტროფულ ფორმაშია, უკანასკნელ 5 შეხვედრაში გოლის გატანის გარეშე დამარცხდა. გასავარდნ ზონაში მყოფ "ვერონას" ეს გუნდი 8 ქულით აღემატება და საქმე საგანგაშოდ მაინც არ აქვს.
ჩემპიონატში 21 გოლისა და 4 შედეგიანი პასის ავტორი ვიქტორ ოსიმენი კვლავ არ მომჯობინებულა. შესაბამისად, ხვიჩა დღეს ისევ შეეცდება ოსიმენის გარეშე გაიტანოს გოლი.
"ლეჩეს" რიგებში ყველაზე სახიფათო 25 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი გაბრიელ სტრეფეზაა, რომელსაც მიმდინარე სეზონში 7 ზუსტი დარტყმა აქვს.