ხელისუფლების წარმომადგენლებმა ნიკა ეგაძეს ევროპის ჩემპიონობა მიულოცეს

ნიკა ეგაძე

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქართველ მოციგურავეს, ნიკა ეგაძეს ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული ოქროს მედლის მოპოვება მიულოცეს. შესაბამისი გზავნილები სოციალურ ქსელებში საქართველოს მთავრობის, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და „ქართული ოცნების“ ანგარიშებზე გამოქვეყნდა.