ევროკავშირის ელჩები ტრამპის მიერ გრენლანდიასთან დაკავშირებით, ტარიფების დაწესების საკითხზე საგანგებო შეხვედრას გამართავენ

ევროკავშირი

ევროკავშირის ელჩები დღეს საგანგებო შეხვედრაზე შეიკრიბებიან და დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიასთან დაკავშირებით, ტარიფების სახით წაყენებულ ულტიმატუმზე იმსჯელებენ. ამერიკის პრეზიდენტმა 1 თებერვლიდან სავაჭრო ტარიფების ამოქმედება დააანონსა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც დანიის ტერიტორიულ მთლიანობას უჭერენ მხარს და გრენლანდიაში საკუთარ სამხედროებს გზავნიან.

მისივე თქმით, თუ გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება არ შედგება, მაშინ 10%-იანი ტარიფები პირველი ივნისიდან 25%-მდე გაიზრდება. რიგგარეშე საგანგებო სხდომა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.