ხეინსი, მაკრატელა, ობენსი... - როგორ გავიგოთ ფეხბურთელების ტერმინოლოგია

კვარა


ფეხბურთის ყურების დროს ხშირად ვიგებთ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა მაკრატელა, ავტოგოლი, ოქრის დუბლი და კიდევ სხვა მრავალი ტერმინი, რომელიც შესაძლოა ადამიანების გარკვეული ნაწილისთვის ჯე რკიდევ გაუგებარი იყოს.

მაშ ასე, როგორ გავიგოთ ფეხბურთის ტერმინოლოგია

ავტოგოლი
ავტოგოლი ან გოლი საკუთარ კარში - საკუთარ კარში ბურთის გატანა (როგორც წესი შემთხვევით), რომელიც მოწინააღმდეგე მხარეს ეთვლება ანგარიშში. ფეხბურთში მოქმედი წესებით, რიგ შემთხვევებში ავტოგოლი არ ითვლება. მაგალითად, თუ ბურთი პირველივე შეხებით გავიდა კარში უშუალოდ საჯარიმო დარტმისას, თავისუფალი დარტყმისას, საწყისი დარტყმისას, კარიდან დარტყმისას, კუთხურის ან აუტის ჩაწოდებისას. ყველა ასეთ შემთხვევაში ინიშნება თავისუფალი დარტყმა.
ამხანაგური მატჩი
სპორტული შეჯიბრი, რომელიც არ ატარებს რაიმე სატურნირო დატვირთვას. ამხანაგური მატჩის მონაწილეთათვის ანგარიში ნაკლებ მნიშვნელოვანია თამაშის ხარისხთან შედარებით. ძირითადად ასეთი შეხვედრები იმართება სეზონებს შორის ან რეგულარული ჩემპიონატის დაწყების წინ. შესაძლებელია წესების მცირე ცვლილებებიც კი, როგორიცაა გაფრთხილების გაუქმება, მოთამაშეთა შეუზღუდავი შეცვლა და ა.შ.

ამხანაგური მატჩის მიზანია: ტაქტიკის, შეთამაშების, კომბინაციების დახვეწის ვარჯიშები, კანდიდატთა გამოცდა, გუნდის ძირითადი შემადგენლობის გარკვევა გუნდურ სახეობებში.
ბოსმანის წესი
ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოქმედი კანონი, რომელიც აძლევს საშუალებას ფეხბუთელებს, რომლებსაც დაუმთავრდათ კონტრაქტი კლუბთან, გადავიდნენ სხვა კლუბში კომპენსაციის გარეშე.
 
თავდამსხმელი
შემტევი მოთამაშე, რომელიც ფეხბურთის მოედანზე უმთავრესად მოწინააღმდეგის კარის სიახლოვეს მოქმედებს. თამაშის დროს თავდამსხმელთა ძირითადი მოვალეობაც, დანიშნულებაც და მიზანიც მეტოქეთა კარის აღება ანუ გოლების გატანაა. თავდამსხმელის სათამაშო პოზიციიდან გამომდინარე, მათივე მოვალეობაში შედის შეტევის დასკვნით ფაზაში აქტიური მონაწილეობა, ისევე როგორც თანაგუნდელების საგოლე გადაცემებით მომარაგება
მაკრატელა დარტყმა
ფეხბურთში ბურთისთვის ფეხის აკრობატული მანერით დარტმა, როდესაც მოთამაშე ამას ჰაერში ახტომისას მიმართავს. ფეხბურთის კულტურის და ნიჭის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვლინება, რომელიც ფეხბურთელის პროფესიონალიზმის მაღალ დონეზე მიუთითებს. მაკრატელა დარტყმის წარმოშობაზე დღესაც დავაა, თუმცა მიჩნეულია, რომ იგი პირველად სამხრეთ ამერიკაში შესრულდა.
ოქროს დუბლი
ფეხბურთში საფეხბურთო კლუბის მიერ, ერთ სეზონში, ქვეყნის უმაღლესი ჩემპიონატისა და ეროვნული საფეხბურთო თასის ერთდროულად მოგება.
აუტი
მდგომარეობა, როდესაც ბურთი გადის სათამაშო მოედნიდან ხაზს გარეთ.
შტანგა
ფეხბურთის კარის ზედა, განივ გადებული ძელი; კადონი.
კორნერი
ბურთის გასვლა მოედნის პირითი ხაზსაზღვარს იქით იმ გუნდის მოთამაშის ფეხზე ან სხეულის სხვა ნაწილზე გაკარების შემდეგ, რომელსაც ეკუთვნის ეს პირითი ხაზსაზღვარი;
ოფსაიდი
თამაშგარე;
პენდელი
თერთმეტმეტრიანი გარტყმა;
ფოლი
უხეში ილეთი თამაშში, ჯარიმა;
ხეინსი
ბურთის ხელით თამაში განზრახვით;
ფრიკეტი
ბურთის არასწორი გადმოგდება აუტიდან;
ობერი
ზეცდენი, ბურთის გადაფრენა კარს ზევით;
პასი
ბურთის გადაცემა პარტნიორისთვის;

წყარო: