„ჯოჯოხეთიდან სამოთხეში“ - ალბანური მედია დღევანდელ თამაშს აფასებს

ნაკრები

ერთა ლიგის მეოთხე ტურში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ალბანეთს უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 0:1 დამარცხდა.

მატჩს დასრულების შემდეგ, ალბანურმა გამოცემა Panorama-მ აღნიშნულ დაპირისპირებაზე დაწერა.

რას წერს Panorama?

შეგახსენებთ, რომ 4 ტურის შემდეგ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 6 ქულა აქვს. შემდეგ ტურში, ვილი სანიოლის შეგირდები უკრაინას ბათუმში უმასპინძლებენ. აღნიშნული დაპირისპირება 16 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.

„ჯოჯოხეთიდან სამოთხეში! ალბანეთმა საქართველოს სამაგიერო გადაუხადა. თბილისში გამარჯვება ჯგუფიდან გასვლის შანსს გვიბრუნებს. საქართველოსთან გამარჯვებით, ალბანეთმა საკუთარი ბედი თავის ხელში აიღო. ახლა ჯგუფის მოგების პრეტენდენტები ვართ. სილვინიოს გუნდი მოედანზე უფრო დალაგებული ჩანდა მიუხედავად იმისა, რომ დიდ ზეწოლას განიცდიდა. ტირანაში ჩატარებული მატჩისგან განსხვავებით, ალბანეთმა კარში ზუსტად დაარტყა, რამაც შედეგი გამოიღო. ჯგუფიდან გასვლა შესაძლებელია, ახლა გოლების სხვაობა იქნება მნიშვნელოვანი.“