„ჯერ კიდევ ბავშვობაში ამბობდა, რომ ყველა გოლს აფხაზეთს მიუძღვნიდა“ - ვიტალი დარასელიას გამარჯვების გოლი კვეკვესკირმა გაიმეორა

გამარჯვების გოლი

ნიკა კვეკვესკირი, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა, აფხაზეთიდანაა.  ის ზუგდიდში გაიზარდა, პირველი საფეხბურთო კარიერა კი „ბაია“-ში დაიწყო. ნიკას მშობლები და და ახლაც ზუგდიდში ცხოვრობენ. ნანა გერგაია და კობა კვეკვესკირი საჯარო მოხელეები არიან.  ნიკას და ნინო კვეკვესკირი კი ცნობილი ფოტოგრაფია.

ნიკა კვეკვესკირმა გუშინ რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს სკანდირებით „აფხაზეთი საქართველოა“ მიმართა.

ის ჯერ კიდევ ბავშვობაში 2007 წელს მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ ყველა გატანილ გოლს აფხაზეთს უძღვნიდა.

„ბედნიერი დილა გაუთენდა საქართველოს.
სრულიად ერი ზეიმობს ღირსეულ გამარჯვებას.
მთელი სიამაყით ვაცხადებ ,რომ ნიკა კვეკვესკირი “ბაიელია„
ბედნიერი მშობლები ხართ",- წერს ბაიას წარმომადგენელი სოციალურ ქსელში.

„მართლა საოცარი შედეგი დადო საქართველოს ნაკრება, ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანებული გუნდი ვნახეთ, ყველას პირადი ამბიცია და პირადი ვარსკვლავობა გვერდზე ჰქონდა გადადებული, მოწინააღმდეგის აგრესიას ძალიან სწორი რეაქციით პასუხობდნე, მაჩოობა დ აკარგი ბიჭობა არ იყო, მოედანზე იდგა გუნდი რომლისთვისაც მისი ქყვეყანა და გამარჯვება იყო მიზანი.
მადლობა გუნდს და ევროპელ მწვრთნელს სწორი ღირებულებების და ხედვისთვის!
მიკერძოებაში თუ არ ჩამითვლით კვეკვესკირს გამოვყოფდი რადგან ჩემი ქალაქში მისი არაჩვეულებრივი დედიკო დარწმუნებული ვარ, ყველაზე ბედნიერი და გახარებულია, ყველაზე მეტად ინერვიულა და ყველაზე მეტი ამაყია.
Nana Gergaia წარმოდგენაც არ მინდა რამდენი ინერვიულეთ!“- წერს ციცინო შენგელია.
 
„კვეკვე, შენ ნამდვილად საქართველოს ღირსეული კუთხის სანიმუშო შვილი ხარ!
დაე ეს გოლი აფხაზეთის და სამაჩაბლოს ერთობისა იყოს საქართველოში,“ - წერს თაზო ფაცაცია. 

 

ამ გამარჯვებით, ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს, რომელიც მიმდინარე წელს გერმანიაში გაიმართება.