იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ახალ ინფორმაციას აქვეყნებს

ხვიჩა კვარაცხელია

„პარი სენ-ჟერმენი“ მზადაა, ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ 110 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუმცა „ნაპოლიმ“ პარიზელთა შეთავაზებას უარით უპასუხა. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

არსებული ინფორმაციით, „ნაპოლის“ პრეზიდენტი კვარაცხელიას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაყიდის, თუ მის სანაცვლოდ სულ მცირე 130-მილიონიან შეთავაზებას მიიღებს.

„ოსიმენის შემდეგ კვარაცხელიას დაკარგვა მეტისმეტი იქნებოდა, თუმცა რისკი რეალურია. ქართველი ფეხბურთელი პსჟ-ს სატრანსფერო სამიზნეა, მან კილიან მბაპე უნდა შეცვალოს. „ნაპოლის“ მაგიდაზე აქვს 110-მილიონიანი შეთავაზება, რომელზეც მათ უარი თქვეს“, - წერს გამოცემა Calcio Napoli.