ქეთი ეგიდუნაშვილის ყოფილმა ქმარმა დუმილი დაარღვია - რას ამბობს „ტიკტოკერის“ შვილის მამა
1752436406
ისტორიაში პირველად, საქართველო ევროპის 19 წლამდე გოგონათა ხელბურთის ჩემპიონატს მასპინძლობს. კონტინენტის პირველობა თელავის სპორტის სასახლეში მიმდინარეობს.
ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრები ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს - იტალიას დაუპირისპირდა და შეხვედრა მინიმალური ანგარიშით 22:24 დათმო.
საქართველოს ნაკრებიდან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გუნდის კაპიტანი, თეკლა ძამუნაშვილი დასახელდა, რომელიც სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეძმარიაშვილმა დააჯილდოვა.
ევროპის ჩემპიონატი საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. ჩემპიონატში 10 გუნდი მონაწილეობს. კონტინენტის პირველობა 20 ივლისს დასრულდება.