ცნობილია ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავარიის შედეგად დაღუპულის ვინაობა
1752323880
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2006 წელს დაბადებული ა.ა. არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2006 წელს დაბადებული ა.ა. არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს 2009 წელს დაბადებულ ნ.რ.-ს დანით სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა ჭრილობები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ნ.რ. საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ამ დრომდე შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.ა. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.
დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“ - წერია განცხადებაში