ისტორიაში პირველად - ქართველებმა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში ოქროს მედალი მოიპოვეს

ლუკა ბერულავამ და კარინა საფინამლუკა ბერულავა და კარინა საფინა

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში, ქართველმა მოციგურავეებმა, ლუკა ბერულავამ და კარინა საფინამ ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ისტორიაში, პირველი ოქროს მედალი მოიპოვეს.

მათ თავისუფალ პროგრამაში ტექნიკური ელემენტებისთვის 59.40 ქულა, ხოლო პრეზენტაციისთვის 60.95 ქულა დაიმსახურეს. სულ კი, 120.35 ქულა დააგროვეს. ამას მოკლე პროგრამის შედეგიც დაემატა და საბოლოოდ, მათ 188.12 ქულით ოქროს მედლები მოიპოვეს.

ცნობისთვის, ჩემპიონატში, მეორე ადგილზე 169.91 ქულით, ავსტრალიელი ანასტასია გოლუბევა და ექტორ მური გავიდნენ, მესამეზე კი, კანადელი ბრუკ მაკინტოში და ბენჟამინ მიმარი, რომლებმაც 156.80 ქულა დააგროვეს.