„უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს...“ - ევროპის ჩემპიონს, ლაშა დგებუაძეს შვილი გარდაეცვალა
1774641220
ირანმა სპორტულ გუნდებს „მტრულ“ ქვეყნებში გამგზავრება აუკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.
სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ძირითადი ყურადღება გამახვილებული იყო საფეხბურთო გუნდ „ტრაქტორზე“, რომელსაც აზიის ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში არაბთა გაერთიანებული საამიროების კლუბის, „შაბაბ ალ-აჰლის“ წინააღმდეგ უნდა ეთამაშა.
„ეროვნული და საკლუბო გუნდების ყოფნა ისეთ ქვეყნებში, რომლებიც მტრულად მიიჩნევიან და ვერ უზრუნველყოფენ ირანელი სპორტსმენებისა და გუნდის წევრების უსაფრთხოებას, აკრძალულია მომდევნო შეტყობინების მიღებამდე“, – ნათქვამია განცხადებაში.