პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დღეს რეზი არველაძის დაბადების დღეა. ვეტერანი ფეხბურთელი 53 წლის გახდა.
ძმები არველაძეები საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. მათთან მოწყენა შეუძლებელია.
ტყუპი არველაძეები თავად აღიარებენ, რომ მათ ჩამოყალიბებაში უფროსმა ძმამ დიდი როლი ითამაშა. რეზის ვაჟი, ვატო, რომელიც ცოტა ხნის წინ დაოჯახდა, ასევე წარმატებული ფეხბურთელია.
ერთ-ერთ ინტერვიუში უფროსი არველაძე იხსენებს, როგორ გაჩნდა მის ცხოვრებაში ფეხბურთი.
„ფეხბურთი მამაჩემმა შემაყვარა. ერთხელ, საღამოს დარბაზში წამიყვანა, სადაც მისი მეგობრები მინი-ფეხბურთს ძალიან მაგრად თამაშობდნენ. სახლში ხშირად მოდიოდნენ ზურა ყიფიანი, მერაბ მამულაშვილი, იგივე მამულიჩა, ზაზა ბოკერია, მიშა დაფქვიაშვილი, ლევან ჭაჭიაშვილი, ვალერი კობახიძე, შოთიკა ჭეიშვილი და სულ ფეხბურთზე ლაპარაკობდნენ. როდესაც ვკითხულობდი, მამა სადაა-მეთქი, მეუბნებოდნენ - მოსკოვში თასის ფინალზე, "დინამოს" მატჩზეა ან მსოფლიოს ჩემპიონატზეო. მოკლედ, ჩვენი ოჯახი ფეხბურთით ცხოვრობდა. ეზოში ხომ, თავისთავად, სულ ვთამაშობდით.“ - გაიხსენა რეზიმ.
რეზის მეუღლის, თეონა თავართქილაძის მისალოც პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. „სიყვარული“ წერს დიზაინერი და საერთო ფოტოს აქვეყნებს.