გურამ კაშია მატჩის მოთამაშედ აღიარეს

გურამ კაშია

გურამ კაშიამ სლოვაკეთის ჩემპიონატში გოლი გაიტანა და „სლოვანს“ საშინაო არენაზე „დუნაისკა სტრედასთან“ მოგებაში დაეხმარა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 69-ე წუთზე გადამწყვეტი გოლი გაიტანა, გუნდი წინ გაიყვანა და საბოლოოდ გამარჯვება მოუტანა – კაშიამ 8,6 ქულა მიიღო და მატჩის მოთამაშედ აღიარეს.

სლოვაკეთის ჩემპიონატში მორიგი მატჩი ჩაატარა თორნიკე ძოწენიძემ, რომელმაც „ტრენჩინის“ წინააღმდეგ „მიხალოვცეს“ ფორმით შეუცვლელად ითამაშა – შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.
გიორგი გაგუა ბოლო პერიოდში პირველად გამოჩნდა „ისტრას“ ძირითად შემადგენლობაში – გუნდმა ხორვატიის ჩემპიონატში „შიბენიკს“ უმასპინძლა და 3:3 ითამაშა. ქართველმა თავდამსხმელმა 61 წუთი ითამაშა.

აზერბაიჯანის I ლიგაში კახა ცხადაძის „გაბალამ“ „ჯებრაილი“ 2:0 დაამარცხა და რეკორდი დაამყარა – გუნდს ჩემპიონატის დასაწყისიდან (9 მატჩი) გოლი არ გაუშვია. ქართველის ხელმძღვანელობით „გაბალა“ ლიგის ერთპიროვნული ლიდერი და პრემიერლიგაში დაწინაურების მთავარი კანდიდატია.

წყარო: