სკოლებში არდადეგების თარიღები ცნობილია - სრული სია
1790971447
გორში ქართული ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა - ტურნირში სპორტსმენები 25 ქვეყნიდან მონაწილეობდნენ. გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
80 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონობა ზურაბ ჭიღლაძემ მოიპოვა, აბსოლუტურ წონაში კი ოქროს მედლის მფლობელი უზბეკი სპორტსმენი გახდა.
ქართული ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატი, საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე დაესწრო - ირაკლი დოლაბერიძემ გამარჯვებულები პირადად დააჯილდოვა.