რა ისმის ნია იმნაძისა და მამამისის ფარული ჩანაწერიდან - გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე
1786132572
გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ ამხანაგურ შეხვედრაში „ლევანტეს“ დაუპირისპირდა და 1:0 მოიგო, რაშიც დიდი როლი ქართველმა თავდამსხმელმა ითამაშა.
საქართელოს ნაკრების შემტევი „ვილიარეალის“ ძირითად შემადგენლობაში არ იყო, მოედანზე 55-ე წუთზე გამოჩნდა და შვიდ წუთში გოლის გატანაში მთავარი როლი ითამაშა – მისი გადაცემით კი თავი ლოგან კოსტამ გამოიჩინა.
„ვილიარეალი“ მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 8 აგვისტოს „გალათასარაისთან“ გამართავს, 16 აგვისტოს კი ლა ლიგის სეზონს გიორგი გულიაშვილის სანტანდერის „რასინგთან“ გასვლითი დაპირისპირებით გახსნის.