გიორგი მიქაუტაძე დეკემბრის საუკეთესო მოთამაშეა

გიორგი მიქაუტაძე

"ლიონის" გულშემატკივრებმა გიორგი მიქაუტაძე დეკემბრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. საქართველოს ნაკრების ფორვარდს ხმა მისცა 13 500-ზე მეტმა ქომაგმა, რამაც ხმების 76% პროცენტი შეადგინა.

მეორე ადგილზე რაიან შერკია (22%), ხოლო მესამეზე - ნიკოლას ტალიაფიკო (2%). შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ დეკემბერში 3 გოლი გაიტანა.