1762328442
გიორგი მამარდაშვილმა მადრიდის „რეალთან“ მატჩში კარი მშრალად შეინახა
გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალი“ ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
ერთადერთი გოლი შეხვედრაში ალექსის მაკალისტერმა 61-ე წუთზე გაიტანა. მადრიდელებმა კი ქართველი მეკარის კარის დალაშქვრა „ენფილდზე“ ვერ მოახერხეს.
ჩემპიონთა ლიგაზე გუშინ ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“-მაც იასპარეზა, თუმცა მიუნხენის „ბაიერნთან“ ანგარიშით 1:2 დამარცხდა.










