გიორგი მამარდაშვილმა ჰალანდს პენალტი აუღო და რეკორდი დაამყარა

გიორგი მამარდაშვილი

 გიორგი მამარდაშვილმა მორიგი პენალტი მოიგერია და ევროპის ტოპ-5 საფეხბურთო ლიგის რეკორდსმენი გახდა.

ინგლისის პრემიერ-ლიგის მორიგი ტურის ფარგლებში „ლივერპული“ „მანჩესტერ სიტის“ ესტუმრა. საქართველოს ნაკრების მეკარემ შეხვედრის პირველ ნახევარში ერლინგ ჰალანდის მიერ შესრულებული 11-მეტრიანი დარტყმა დამაჯერებლად მოიგერია.

ამით, 2023-2024 წლების სეზონიდან დღემდე, მის მიერ მოგერიებული პენალტების რაოდენობა 6-მდე გაიზარდა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია კონტინენტის 5 საუკეთესო საფეხბურთო ლიგის მეკარეებს შორის.