გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის 30-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – საქართველოს ნაკრების მეკარე რჩეულთა შორის ანალიტიკურმა პორტალმა Whoscored-მა დაასახელა.

მადრიდის „რეალთან“ სტუმრად ჩატარებულ მატჩში „ვალენსიის“ ქართველმა მეკარემ მე-13 წუთზე ვინისიუს ჟუნიორს პენალტი აუღო, ამას გარდა, გიორგი მამარდაშვილმა გუნდი კიდევ რამდენჯერმე აშკარა გოლისგან იხსნა – სულ მატჩის განმავლობაში მამარდაშვილს 8 მოგერიება ჰქონდა.

ანალიტიკურმა პორტალმა ქართველ ფეხბურთელს საკმაოდ მაღალი შეფასება, 8.4 ქულა დაუწერა.