ავსტრიაში ცნობილი ქართველი პლასტიკური ქირურგი ზურა კეკელია დააკავეს
1749932937
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი კვერნაძემ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს შესაძლოა ფროზინონე დატოვოს. ჩვენი ინფორმაციით, 22 წლის შემტევით სერია A-ს ბინადარი ჰელას ვერონა ინტერესდება. მხარეებს შორის პირველი კონტაქტი რამდენიმე დღის წინ შედგა, სადაც ვერონამ პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღო. ამ მომენტისთვის ტრანსფერზე მუშაობა ოფიციალურად არ დაწყებულა, რადგან ქართველი ფეხბურთელისთვის პრიორიტეტი ევროპის ჩემპიონატია.
გიორგი კვერნაძემ 2024/25 სეზონში ფროზინონეს მაისურით 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რა დროშიც 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. ფეხბურთელს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ფასი კი დაახლოებით €5-8 მილიონია.
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მოსალოდნელია სხვა კლუბების გააქტიურებაც. იმის მიუხედავად, რომ ფროზინონეს გიორგი კვერნაძის შენარჩუნება სურს, საკმაოდ დიდი შანსია ქართველმა ფეხბურთელმა ახალი სეზონი, ახალ გუნდში დაიწყოს.