1728194938
გიგა ჭიკაძე კატართან ხუთ რაუნდიან თრილერში დამარცხდა
UFC-ში, მსუბუქ კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ მე-8 ორთაბრძოლა გამართა. „ქართველი ნინძა“ წონის რეიტინგის მე-5 ნომერს, კელვინ კატარს დაუპირისპირდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამერიკელი გიგას კარიერის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მეტოქე იყო.
ორთაბრძოლა UFC Fight Night-ის მთავარი ღონისძიების ეგიდით ჩატარდა და ჩვენდა სამწუხაროდ, კელვინ კატარის გამარჯვებით დასრულდა.
ქართველი მებრძოლი მეტოქეს პირველ ორ რაუნდში მეტ-ნაკლებად თანაბრად დაუდგა და ორივე რაუნდი გამარჯვებით დაასრულა, თუმცა დარჩენილი სამი რაუნდი თავიდან ბოლომდე ამერიკელი მებრძოლის უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მსაჯების გადაწყვეტილებით დამსახურებულადაც გაიმარჯვა. თამამად ვიტყვი, რომ გიგას ერთი უნებლიე შეცდომა, რომელიც პირველ რაუნდში დაუშვა, საბედისწერო აღმოჩნდა. შეხვედრის დაწყებიდან ორიოდე წუთში გიგას თავისსავე დაწყებულ ილეთზე შემთხვევით ფეხი დაუცდა და წაიქცა, რაც კატარმა თავის სასიკეთოდ შესანიშნავად გამოიყენა, დაპირისპირება პარტერში გადაიყვანა, რის შემდეგაც გიგას სუნთქვის დაბალანსება მთელი შეხვედრის განმავლობაში გაუჭირდა.