გიგა ბოდიში, კი მთხოვე რომ არაფერი დაწეროო, მაგრამ… – გიგა ჭიკაძის მამა საზოგადოებას მიმართავს

giga chikadze

UFC-ში კელვინ კატართან გიგა ჭიკაძის მარცხმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია. მოსახლეობის ერთი ნაწილი ქართველ მებრძოლს უსაფუძვლოდ აკრიტიკებს, ნაწილი კი გიგას გვერდით ღირსეული სოლიდარობით დაუდგა.

ბრძოლის შემდეგ 33 წლის მებრძოლის მამამ, ზაზა ჭიკაძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და ქართველ გულშემატკივარს მიმართა. ზაზა ჭიკაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„პირველ რიგში მოგილოცავთ ყველას ახალი წლის დამდეგს! დღეს ნათლისღებაა და მიულოცავ მთელს ჩემს ერს და ბერს, მთელს მართმადიდებელ სამყაროს ამ ბრწყინვალე დგესასწაულს!!! მიულოცავ ჩემს ნათლულებს (10 მყავს და ღმერთმა გააძლიეროს და გამიმრავლოს). მივულოცავ ყველას ვინც დღეს მოინათლა და მოინათლება მომავალში მართმადიდებლად!!!

ახლა კი მინდა  ვინც თვალს ადევნებდით, MMA -ს გულშემატკივრებს და კერძოდ UFC-ის მოყვარულებს, პატარა  ჩემეული ანალიზი გაუკეთო ( თუმცა შესახლოა სუბიექტურად გამომივიდეს და მოგეხსენებათ ვინაიდან და რადგანაც …მიხვდებით რატომაც მამის პოზიციიდან გამომდინარე და იმედია ამაზე არ გამსჯით )ვეცდები მაქსიმალურად ვიყო ობიექტური!

დავიწყებ იქიდან, რომ გიგას არამარტო თხოვნით არამედ მოთხოვნით ვცდილობ ვიყო მაქსიმალურად კორექტული და არ ავყვე იმ ხეითერებს და იმ ვაი გულშემატკივარს ვინც თავისი კომენტარებით ამჟღავნებს ამ სპორტის თანმხლები ,,ატრიბუტიკის,, უცოდინრობას. ცნობისთვის MMA არის სპორტი და UFC არის ამ სპორტის უმაღლესი ლიგა სადაც გამოდიან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის რჩეული, უმაღლესი კლასის მებრძოლები( აქ შემთხვევით და ჩაწყობით არავინ და ვერავინ ხვდება), რომლებიც იბრძვიან თავისი ქვეყნის წარმოსაჩენად და პირველ რიგში ჰონორარისთვის, რის გამოც სწირავენ თავის ჯანრთელობას. ნუ რას იზავ ვიგაცისთვის ეს შეიძლება მიუღებელიაცაა, 21- ე საუკუნეში გლადიატორობა, მაგრამ თავის დამკვიდრებისთვის დღეს  ბევრი უკადრებელსაც აკეთებს . ჩხუბი და ბრძოლა კი განსაკუთრებით ქართველისთვის მისაბაძია და საამაყოც ანუ სისხლის ყივილია! ყოველ შემთხვევაში მე ასე ვთვლი განსხვავებით ჩემი მეუღლისგან ნინოსგან გიგას დედაზეა საუბარი აცხონოს მისი სული უფალმა!

 

განაგრძეთ კითხვა