დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
„ჯენოას“, „პერუჯასა“ და „მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა სიმონე ბრალიამ რადიო რადიო TMW-ის ეთერში, გადაცემა Maracanà-ში სტუმრობისას „ნაპოლიზე“ ისაუბრა და სენსაციური ინფორმაცია გააჟღერა. როგორც ის ამტკიცებს, ხვიჩა კვარაცხელია პრემიერ ლიგაში უკვე გაყიდეს.
„მეწარმე მაქსიმალური მოგების მიღწევის შემდეგ ბიზნესს ჰყიდის. ვფიქრობ, შესაძლოა, სეზონის დასრულების შემდეგ აურელიო დე ლაურენტისმა კლუბი გაასხვისოს. ასევე ვიცი, რომ ხვიჩა კვარაცხელია პრემიერ ლიგაში უკვე გაყიდეს.“ - თქვა მან.
მიმდინარე სეზონში ქართველი ფეხბურთელი ინგლისურ კლუბებს დაუკავშირეს, თუმცა, სიმონე ბრალიას ნათქვამს იტალიური წყაროები არ ადასტურებენ. ევროპული მედიის ცნობით, ხვიჩა შემდეგ სეზონში კვლავ „პარტენოპეიში“ ითამაშებს.
ასევე ნახეთ: