„გაფუჭებული მანქანა“ - პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილი დაახასიათა

ასლჯფას

მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის მორიგ ბრძოლამდე ორი კვირაზე ნაკლები დრო რჩება.

სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ამჟამინდელმა რუსმა ჩემპიონმა დაახასიათა რამდენიმე მებრძოლი, მათ შორის ქართველი მოწინააღმდეგეც, რომელსაც „გაფუჭებული მანქანა“ უწოდა.

„რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ვადამდელი გამარჯვება მესიამოვნება. მინდა, რომ მეტოქე გავტეხო როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურადაც, თუმცა ცხადია, ყველანაირი მოგება იქნება სასიხარულო. როგორ დავახასიათებდი დვალიშვილს? გაფუჭებული მანქანა“, - განაცხადა „დაუნდობელმა“.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ყოფილი ჩემპიონისა და იანის მესამე ბრძოლა 24 ოქტომბერს გაიმართება.

2023 წლის მარტში გამარჯვებული მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამოვიდა მერაბი, 2025-ის დეკემბერში კი ანალოგიურად უკვე რუსი ჩემპიონი.

✕