რა სახითაც სჭირდებოდა ალექსანდრე გაბაშვილს დახმარება, იმ ინფორმაციებს იღებდა გიორგი მალანიასგან - ეკა კუპატაძე

ეკა კუპატაძე

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების რამდენიმე მოწმე გამოკითხეს. პროცესს გარდაცვლილი გიგა ავალიანის დედა ესწრებოდა.

როგორც ეკა კუპატაძე ამბობს, რომ ყველა ინფორმაცია, რაც სჭირდებოდა ალექსანდრე გაბაშვილს, გიორგი მალანიამ მიაწოდა.

"რა სახითაც სჭირდებოდა ალექსანდრე გაბაშვილს დახმარება, იმ ინფორმაციებს იღებდა გიორგი მალანიასგან. არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ალექსანდრე გაბაშვილმა გიორგი მალანიასგან ბევრი ისეთი რამე იცოდა, რომელსაც ვერ მიაწოდებდა ნია იმნაძე და სხვა საერთო ნაცნობი მას გიგა ავალიანთან არ ჰყავდა. აქედან გამომდინარე, ეს ყველა ინფორმაცია, რაც სჭირდებოდა ალექსანდრე გაბაშვილს მიაწოდა გიორგი მალანიამ." - აცხადებს ეკა კუპატაძე.

გიორგი მალანიას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან. მას 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

✕