ლოცვა, რომელიც ბარბარობას უნდა წაიკითხოთ
1765914722
მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ვერსიით, 2025 წლის საუკეთესო მოთამაშედ საფრანგეთის ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი უსმან დემბელე დასახელდა.
ფიფა-ს ჯილდოსთვის 11 ფეხბურთელი იბრძოდა, მათ შორის საქართველოს ნაკრების წევრი ხვიჩა კვარაცხელია.
გამარჯვებულის გამოსავლენად ხმის მიცემაში მონაწილეობდნენ მამაკაცთა ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელები, გუნდების კაპიტნები, ფეხბურთის ჟურნალისტები და გულშემატკივრები.
უსმან დემბელემ 2025 წელს „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ხუთი ტიტული მოიგო – საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი, საფრანგეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და უეფა-ს სუპერთასი. 17 დეკემბერს ის მეექვსე ტიტულისთვის იბრძოლებს – საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში „პარი სენ-ჟერმენი“ ბრაზილიურ „ფლამენგოს“ შეხვდება.
28 წლის დემბელემ პარიზელთა წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში მან 8 გოლი გაიტანა, ხოლო საფრანგეთის ჩემპიონატში თავი 21-ჯერ გამოიჩინა.
საფრანგეთის ნაკრების წევრი 2025 წლის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულიც გახდა.