ევროპის ჩემპიონატზე გასული საქართველოს 21-წლამდე ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

ევროპის ჩემპიონატზე გასული საქართველოს 21-წლამდე ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

ევროპის ჩემპიონატზე გასული საქართველოს 21-წლამდე ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფეხბურთელებს გულშემატკივარი დახვდა.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა რიეკაში ევრო 2025-ის პლეი ოფის საპასუხო მატჩი ხორვატიასთან გამართა და პენალტების სერიაში გაიმარჯვა.

სვანაძის გუნდმა საქართველოში 1:0 მოიგო, ხორვატიაში კი ძირითადი ანგარიში 3:2 დასრულდა - ორი მატჩის შედეგიდან გამომდინარე საჭირო გახდა დამატებითი დროის დანიშვნა და შემდეგ უკვე პენალტები, რომელიც ჩვენებმა უკეთ შეასრულეს.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს.

"ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო, ეს უბრალო თამაში არ იყო. ახლა გავედით ევროპის ჩემპიონატზე ჩვენით, ისე, რომ მასპინძელი ქვეყანა ჩვენ არ ვიყავით და ჩვენი მონდომებით, გაკეთებული საქმით და ჩვენი მოგებებით გავედით ამ ისტორიულ შედეგზე, ევროპის ჩემპიონატზე, რითაც ძალიან ბედნიერები ვართ თითოეული ჩვენთაგანი,“ - აცხადებს საქართველოს 21-წლამდე ეროვნული ნაკრების მეკარე ლუკა ხარატიშვილი.