ტემპერატურა, რამდენიმე დღით, მკვეთრად დაიკლებს... - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
1741685147
ევროპის ახალგაზრდული მე-17 ოლიმპიური ფესტივალი დაიწყო. გუშინ გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა, დღეს კი სპორტსმენები სხვადასხვა სახეობაში ეჯიბრებიან ერთმანეთს, მათ შორის, იყვნენ საქართველოს წარმომადგენლები, რომლებიც ბიატლონსა და გიგანტურ სლალომში ასპარეზობდნენ.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, ელგუჯა ბერიშვილის განცხადებით, ქართველი სპორტსმენები ფავორიტებს შორის არ მოიაზრებიან მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
"პირველი შედეგები ძალიან კარგია, ყველა დაეშვა და ახლა არის მეორე დაშვება. საბოლოო ადგილები გვეცოდინება მას შემდეგ, რაც დამთავრდება ეს დისციპლინა. ეს არის გიგანტური სლალომი, მერე იწყება სლალომი და ბევრი რამე გველოდება წინ. უნდა ვთქვათ, რომ ჩვენები ფავორიტთა შორის არ მოიაზრებიან, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ათეული ან ოცეული კარგი შედეგი იქნება იმის გათვალისწინებით, რომ ასი სპორტსმენია დაახლოებით ჩართული ამ დისციპლინაში", - განაცხადა ელგუჯა ბერიშვილმა.