„ეს ნიშნავს, რომ ქართველის შეჩერებას ყველანაირი ხერხით ეცდებიან“ - იტალიელი ჟურნალისტი ჟოზე მოურინიოს განცხადებას გამოეხმაურა

ხვიჩა კვარაცხელია

ცნობილი ნეაპოლელი ჟურნალისტი კარლო ალვინო ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ „რომას“ მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს განცხადებას გამოეხმაურა.

„კვარაზე მოურინიოს განცხადება ჩემთვის შემაშფოთებელია, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ქართველის შეჩერებას ყველანაირი ხერხით ეცდებიან. სერია A-ში მსაჯები მიდრეკილნი არიან ბარათები ჯიბეში შეინახონ, ვიდრე წესების დამრღვევს უჩვენონ. თანაც, კვარაცხელია მეურვის მოტყუებისკენაა მიდრეკილი და მას ფეხებში სისტემატურად ურტყამენ. ძალიან მაინტერესებს მოურინიოს ხუმრობის შემდეგ გავიგო, როგორ გააჩერებს „რომა“ კვარას. იმედია, რომ მსაჯი რომას ფეხბურთელებს ყვითელ-წითელ ბარათს მაშინვე უჩვენებს“, - განაცხადა ალვინომ.

ცნო­ბის­თვის, ჟოზე მოურინიოს „ნაპოლისთან“ მატჩის წინ ხვიჩა კვარაცხელიას შესაჩერებლად გეგმის შესახებ ჰკითხეს, რაზედაც პორტუგალიელმა სპეციალისტმა უპასუხა, რომ თუ „კვარა“ ახლოს ჩაუვლის, დაარტყამს და ასე ეცდება მის შეჩერებას. რასაკვირველია, ეს ხუმრობა იყო. რომა-ნაპოლის დაპირისპირება დღეს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.