„ეს ჩემი პირველი ტატუა“ - რას იზამს მერაბ დვალიშვილი, თუ UFC მის მოშორებას მოსთხოვს?

მერაბ დვალიშვილი

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა The Weekly Scraps Media-ს  მოკლე ინტერვიუ მისცა და განმარტა, რატომ მიიღო საქართველოს დროშისა და რუკის მკერდზე დახატვის გადაწყვეტილება.

ჩემი საქართველო და აშშ ძალიან მიყვარს. ოქტაგონზე გასვლისას ორივე ქვეყნის დროშა გამქონდა და მითხრეს, რომ ეს აღარ გამეკეთებინა. ამის შემდეგ ყელსაბამი მქონდა საქართველოს დროში რუკითა და დროშით და UFC-ისგან ელექტრონული წერილი მივიღე, რომლითაც შემატყობინეს, რომ ეს ყელსაბამი აღარ მეტარებინა. MMA იმიტომ დავიწყე, რომ ჩემი ქვეყნის წარმოჩენა მინდოდა და მთავარი მოტივაცია სწორედ ესაა. ზუსტად ამიტომ ვჩხუბობ, განსაკუთრებით ახლა, როცა რუს პიოტრ იანს ვხვდები.

არ შეიძლება საქართველოს დროშით გავიდე?! არც ქართული ყელსაბამი?! ეს ტატუ ამიტომ გავიკეთე, ახლა ვეღარაფერს იზამენ. თუმცა, არ ვიცი, შეიძლება ლენტი გადამაკრან, ან რამე მსგავსი (იცინის). UFC-ს ეს იდეა არ მივაწოდოთ, თორემ შეიძლება, მართლა გააკეთონ. რა მოხდება ელექტრონული წერილი რომ მივიღო და მითხრან, ტატუ მოიშორეო? ამას არ გავაკეთებ. ეს ჩემი პირველი ტატუა და ჩემი ქვეყნითა და იმით, რომ ქართველი ვარ, ძალიან ვამაყობ. ახლა ჩემი საქართველო ჩემს გულთან პირდაპირი მნიშვნელობითაც ძალიან ახლოსაა და მთელი ცხოვრება ასე იქნება.“ - ამბობს დვალიშვილი.

ცნობისთვის, 12 მარტს მერაბ დვალიშვილი და პიოტრ იანი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. და ეს მოვლენა Fight UFC Night-ის მთავარი მოვლენა იქნება.