დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები გამთენიისას სამშობლოში დაბრუნდა.
ნაკრები მეორედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე - თუ კი პირველად, 2023 წელს ჩვენი გუნდი ფინალურ ეტაპზე მასპინძლის სტატუსით მოხვდა, ამჯერად ნაკრებმა ეს უფლება უმძიმეს ბრძოლაში, პლეი ოფში ფავორიტად მიჩნეული ხორვატიის გუნდის დამარცხებით მოიპოვა. პირველი თამაში რამაზ სვანაძის გუნდს თბილისში 1:0 ჰქონდა მოგებული, ხორვატიაში კი 2:3 დამარცხდა და საბოლოოდ გამარჯვებული თერთმეტრიანების სერიამ გაარკვია,0 რომელიც საქართველოს ნაკრებმა 7:6 მოიგო.
თამაშის მსვლელობისას ხორვატები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ სტუმრებმა გათანაბრება შეძლეს - თითო ბურთი გაგნიძემ და ლომინაძემ გაიტანეს. თერთმეტრიანების სერიაში ბრწყინვალე იყო მეკარე ლუკა ხარატიშვილი, რომელმაც ორი ბურთი მოიგერია. მან ველდინ ჰოჯას მაშინ აუღო, როდესაც ხორვატია გატანის შემთხვევაში ფინალურ ეტაპზე გადიოდა. ევროპის ჩემპიონატი 2025 წლის 11-28 ივნისს სლოვაკეთში გაიმართება.
„ეს არ იყო უბრალოდ თამაში... ბედნიერები ვართ, ჩვენი მონდომებით გავედით ჩემპიონატზე“ - თქვა სამშობლოში დაბრუნებულმა ლუკა ხარატიშვილმა.