1742846099
ერთი სული გვაქვს, როდის გავალთ მოედანზე - კვარაცხელია

23 მარტს, „დინამო არენაზე“ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრაში სომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება – მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.
მნიშვნელოვანი მატჩის შესახებ ვილი სანიოლმა და ხვიჩა კვარაცხელიამ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს:ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნება და დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე გამოვლენ, ყველაფერს გააკეთებენ საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად, რადგან გუნდში დიდი კონკურენციაა. თითოეულმა ფეხბურთელმა, ვისაც სურს, რომ სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს, იცის, რომ ბევრი უნდა იშრომოს. ბევრ ფეხბურთელს აქვს პროგრესი და ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, ძალიან კარგია, როდესაც დიდი არჩევანი მაქვს. ხვალინდელ შეხვედრაში გვიბრუნდება გურამ კაშია მას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მოერგება იმ ახალ ტაქტიკურ სქემას, რომლითაც სომხეთში ვითამაშეთ.ხვიჩა კვარაცხელია (საქართველოს ნაკრების წევრი): "ძალიან მოგვენატრა დინამო არენა, სადაც საბერძნეთთან ისტორიული თამაშის შემდეგ არ გვითამაშია. ერთი სული გვაქვს, როდის გავალთ მოედანზე და დაიწყება შეხვედრა. ბედნიერები ვართ აქ დაბრუნებით. ამ სტადიონთან ბევრი ემოცია გვაკავშირებს და ეს სასიხარულოა თითოეული ფეხბურთელისთვის.პსჟ-ში გადასვლით ჩემთვის ბევრი რამ შეიცვალა. ბედნიერი ვარ, რადგან პატივს მცემენ და ეს მეხმარება რომ მეტი ვიშრომო და კონცენტრირებული ვიყო მხოლოდ ფეხბურთზე. დიდი გამოცდილება ასეთ ფეხბურთელებთან თამაში, ბევრს ვსწავლობ და ვცდილობ ეს ნაკრებში გამოვიყენო"