„ერთ სეზონში, მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდა, მჯერა მომავალ დაჯილდოებაზე უფრო მოწინავე პოზიციებს დაიკავებს“ - პაოლო კონდო

კვარა

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო კონდომ მის მიერ ხვიჩასთვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებაში ხმის მიცემის მიზეზებზე ისაუბრა და ხვიჩას კიდევ უფრო დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა „ოქროს ბურთის“ დაჯილდოვებებზე.

„რატომ მივეცი ხმა ხვიჩა კვარაცხელიას?! - იმიტომ, რომ როდესაც ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე მიდგება საქმე, სახელდება წინა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - ასეა თუ არა ეს?! მე დიდი ხანია ფეხბურთის ექსპერტი ვარ და ამ სპორტით ვცხოვრობ. ხვიჩა კვარაცხელიას მხარი იმიტომ დავუჭირე, რომ მე წინა სეზონამდე კვარას სახელი და გვარი არ ვიცოდი.

იგი გამოვიდა და წარმოუდგენელი სეზონი ჩაატარა, მოიგო სკუდეტო, გახდა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, გახდა სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, მისი გოლი დასახელდა სერია A-ს წლის საუკეთესო გოლად... საერთოდ უცნობიდან მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდა და ეს ყველაფერი მხოლოდ 1 სეზონში შეძლო, - აი ამიტომ დავუჭირე მე მხარი ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც მომავალ დაჯილდოებაზე უფრო მოწინავე პოზიციებს დაიკავებს...“,- აცხადებს კონდო.

ასევე დაგაინტერესებთ:

Exclusive: ვის დარჩა როენა ხუცურაულის ქონება, „მამიდას“ გარდაცვალების შემდეგ

„ჯერ კიდევ მაქვს ძალა..." - 82 წლის ქართველი, რომელიც 30 წელი საბერძნეთში მომვლელად მუშაობდა, სამშობლოში დაბრუნდა

რა ღირს ნიცა თავაძის კაბა - მაშინ, როცა სხვებს Dior და Louis Vuitton ეცვათ, კვარას რჩეულმა უბრალოება შეინარჩუნა