ორი ასაკობრივი ზღვარის გადალახვის შემდეგ, ადამიანი საგრძნობლად სწრაფად ბერდება - ახალი კვლევა
1732214480
82 წლის ქართველი, რომელიც 30 წელი საბერძნეთში მომვლელად მუშაობდა, სამშობლოში დაბრუნდა.
ამის შესახებ ბერძნული მედია წერს.
როდესაც ქრისტინა-ელენე ჩხეიძემ, წლების წინ, საქართველო დატოვა და საბერძნეთში ემიგრანტად ჩავიდა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ამ ქვეყანაში სამი ათწლეულის განმავლობაში დარჩებოდა.
რამდენიმე დღის წინ ქართველმა, თესალონიკი, დატოვა და შვილსა და შვილიშვილებს დაუბრუნდა, რომლებიც გაიზარდნენ, უნივერსიტეტში ჩააბარეს და დაქორწინდნენ.
„პირველად საბერძნეთში 1993 წელს, 52 წლის ასაკში ჩავედი, რამდენიმე თვე ვიმუშავე, შშმ ბაბუაზე ვზრუნავდი. ფული შევაგროვე და მალევე ჩემს ქალიშვილებთან დავბრუნდი, მაგრამ ცხოვრება იმდენად აუტანელი იყო, რომ ისევ საბერძნეთში დავბრუნდი... არც კი მინდა ამ მტკივნეულ თავგადასავალზე საუბარი...“, - ამბობს 82 წლის ქართველი.
საბერძნეთში ყოფნის 30 წლის განმავლობაში ქრისტინამ ექვსი ოჯახი შეიცვალა. ქართველი მოხუცებთან ცხოვრობდა და რომელთაც ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.
„და როცა მითხრეს, „გაგვიმართლა, რომ გვყავხარ“, მე ვუპასუხე: „იღბლიანი ვარ, რომ შენთან ვმუშაობ! და ეს სიმართლეა“, - ამბობს ქართველი, ბერძნულად. მან, ამ დროის, განმავლობაში ბერძნული კარგად ისწავლა
ბერძნული მედია ქართველ ქალზე წერს, რომ მისი ცხოვრება არასოდეს ყოფილა ადვილი.
„ძალიან ადრე გავთხოვდი, ქმარმა მომიტაცა, მაშინ სოფელში ვცხოვრობდით, კარგი გოგო ვიყავი, სახლში ვეღარ დავბრუნდებოდი. „პატიმარი“ ვიყავი, ბოლოს დავშორდით, ჩემს ქალიშვილებს მარტო ვზრდიდი...
„1990-იან წლებში, - განაგრძობს ის, - საქართველოში დიდი ეკონომიკური კრიზისი გვქონდა. ჩვენ გადავრჩით ხელფასის, ელექტროენერგიის, საკვების და სამედიცინო დახმარების გარეშე...“, - ამბობს ქრისტინა.
სანამ ქართველი ქალი თესალონიკს სამუდამოდ დატოვებდა, გამოსამშვიდობებლად იმ ოჯახებს ეწვია, სადაც მუშაობდა.
„ჩვენს ოჯახში ქრისტინა ექვსი წელი მუშაობდა, სიცოცხლის ბოლომდე ზრუნავდა ბაბუაზე“, - ამბობს ერთ-ერთი ბერძენი.
როცა ქრისტინა სამსახური არ ჰქონდა და ახალ ოჯახს ეძებდა ეს იყო მისი შვებულება და დასვენება.
„ნუ ამბობთ, „მშვიდობით“, სჯობს, თქვა „კიდევ შევხვდებით“, რადგან თუ დამიძახებენ ვინმეს მოსავლელად... ისევ საბერძნეთში დავბრუნდები. ჯერ კიდევ მაქვს ძალა...“, - ამბობს 82 წლის ქართველი.
ასევე დაგაინტერესებთ:
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
1732249892