პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„პარმას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ენრიკო ფედელემ „ნაპოლის“ ქომაგებისთვის ცუდი ინფორმაცია გაავრცელა. ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და საფეხბურთო აგენტმა ვიქტორ ოსიმენზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არის შანსი, მან „მილანთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასამართი ორივე მატჩი გამოტოვოს.
„ექიმმა, რომელიც ჩემი მეგობარია, ცუდი ინფორმაცია მომაწოდა და მითხრა, რომ პირველ შეხვედრაში ოსიმენის თამაში უნდა დავივიწყოთ. იმედი უნდა გვქონდეს, რომ საპასუხო მატჩში მონაწილეობას მიიღებს, მაგრამ ამის ალბათობა 60%-ია. თუ შანსი გაჩნდა, ნიგერიელს სურს, რომ ორივე შეხვედრაში იასპარეზოს.“ - თქვა ენრიკო ფედელემ.
ცნობისთვის, თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელს 10-12 დღე გაუცდებოდა.
ავტორი: ირაკლი გოგვაძე