ცუდი ამბავი „ნაპოლიდან“ - ვიქტორ ოსიმენი ტრავმირებულია

კვარა ოსიმენი

ვიქტორ ოსიმენი ტრავმირებულია. ნიგერიელი ფეხბურთელი სანაკრებო შეკრებიდან დაშავებული დაბრუნდა. როგორც სამედიცინო ტესტირებამ აჩვენა, მას მარცხენა საზარდულის პრობლემა აქვს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ჯერჯერობით ტრავმის ზუსტი ხარისხი უცნობია. ვიქტორის მდგომარეობა მომავალ კვირაში შეფასდება. შესაბამისად, ოსიმენი სერია A-ს უახლოეს ორ მატჩს (მილანი, ლეჩე) გამოტოვებს.

ცნობისთვის, ვიქტორ ოსიმენს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 29 მატჩში 25 გოლი აქვს გატანილი. სერია A-ში კი 21 გოლით საუკეთესო ბომბარდირია. ნიგერიელ ფეხბურთელს სავარაუდოდ, ჯოვანი სიმეონე შეცვლის.