დღეს ფეხბურთში ქალთა ევროპის ჩემპიონატი იწყება

ფეხბურთში ქალთა ევროპის ჩემპიონატი

შვეიცარიაში დღეს ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატი იწყება. ტურნირის სასტარტო მატჩში ისლანდია ფინეთს დაუპირისპირდება. თამაში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. წელს ტურნირში 16 ქვეყანა მონაწილეობს.

ფავორიტებს შორის არიან ევროპის მოქმედი ჩემპიონები - ინგლისის ნაკრები და მსოფლიო ჩემპიონები - ესპანელები.

ჩემპიონატი 25 დღის განმავლობაში გაგრძელდება, ფინალური მატჩი კი 27 ივლისს, ბაზელში გაიმართება.