ვოლოდიმირ ზელენსკი, საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
1733339125
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ კომენტარი გააკეთა ბრატისლავაში გამართულ 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრაზე, სადაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეტოქეები გამოვლინდნენ.
„საინტერესო ჯგუფია, რა თქმა უნდა, რთული მატჩები გვექნება, თუმცა ასეთ გუნდებთან დაპირისპირება ჩვენთვის საფეხბურთო დღესასწაულია.
ევროპის ჩემპიონატზე მეორედ ვთამაშობთ, ამ ტურნირზე ყოფნის უფლება ამჯერად ჩვენი თამაშითა და უდიდესი შრომით მოვიპოვეთ და დარწმუნებული ვარ, რომ როგორც სამწვრთნელო შტაბი, ასევე ფეხბურთელები ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარმოვაჩინოთ.
სხვა დეტალებზე, ალბათ, მოგვიანებით უნდა ვისაუბროთ, წინ გვაქვს მარტის სანაკრებო პაუზა, ივნისშის ამხანაგური მატჩები და იმედი მაქვს, რომ ყველა ფეხბურთელი ამ თამაშებს მწყობრში შეხვდება“, – განაცხადა რამაზ სვანაძემ.
რამაზ სვანაძის გუნდი ჯგუფში პორტუგალიას, საფრანგეთსა და პოლონეთს დაუპირისპირდება. ევროპის ჩემპიონატს 11-დან 28 ივნისის ჩათვლით სლოვაკეთის რვა ქალაქი უმასპინძლებს.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თამაშების განრიგი:
11 ივნისი | ჟილინა, 23:00 პოლონეთი – საქართველო
14 ივნისი | ჟილინა, 23:00 საფრანგეთი – საქართველო
17 ივნისი | ტრენჩინი, 20:00 საქართველო – პორტუგალია