დანა უაითის თქმით, მომდევნო კვირაში თეთრ სახლში ჩასატარებელ ბრძოლებს გამოაცხადებს - იქნება თუ არა სიაში ილია თოფურია

დანა უაითი

UFC-ს პრეზიდენტის, დანა უაითის თქმით, 2026 წლის 14 ივნისს, თეთრ სახლში ჩასატარებელ ბრძოლებს მომდევნო კვირაში ოფიციალურად გამოაცხადებს.

თეთრი სახლის ღონისძიება UFC-ს ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული იქნება. ორგანიზაციას მისი ჩატარება, დაახლოებით, 60 მილიონი დოლარი დაუჯდება.

„მალე მეტი ინფორმაცია მექნება. მომდევნო კვირაში თეთრი სახლის ტურნირის ბრძოლებს ოფიციალურად გამოვაცხადებ“, – აღნიშნა უაითმა.მანამდე არსებული ინფორმაციით, თეთრ სახლში ბრძოლა უნდა ჩაატაროს ილია თოფურიამ, თუმცა გარკვეული გეოპოლიტიკური საკითხების გამო, შესაძლოა, მისი დაპირისპირება ჯასტინ გეიჯისთან არ შედგეს.