ცნობილია იმ მაღალჩინოსნების სია, რომლებიც აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებს ემსხვერპლნენ

ირანი

ბოლო ორი დღის განმავლობაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიშები მიიტანეს. დარტყმებს ქვეყნის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეისა და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლე ემსხვერპლა, მოკლულია ათობით სამხედრო და სამთავრობო უწყების ლიდერი.

აიათოლა ალი ხამენეი - ირანის უზენაესი ლიდერი და ქვეყნის ერთპიროვნული მმართველიალი შამხანი - უსაფრთხოების საკითხებში უზენაესი ლიდერის მრჩეველი.მოჰამად შირაზი - უზენაესი ლიდერის სამხედრო ბიუროს ხელმძღვანელი;აზიზ ნასირზადე - თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის მინისტრი;მოჰამად ფაქფური - ისლამის რევოლუციურ გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური;ჰოსეინ ჯაბალ ამელიანი - თავდაცვითი ინოვაციების და კვლევების ორგანიზაციის (SPND) თავმჯდომარე;რეზა მოზაფარი-ნია - თავდაცვითი ინოვაციებისა და კვლევების ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელისალეჰ ასადი - „ხათამ ალ-ანბიას“ სარდლობის დაზვერვის ხელმძღვანელი.