ავსტრალიელმა სპორტსმენმა ოლიმპიადაზე წასასვლელად, ტრავმის მოშუშებას თითის ამპუტაცია არჩია

ავსტრალიელმა სპორტსმენმა ოლიმპიადაზე წასასვლელად, ტრავმის მოშუშებას თითის ამპუტაცია არჩია

ავსტრალიელმა მინდვრის ჰოკეისტმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მოსახვედრად თითის ნაწილის ამპუტაცია აირჩია. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მეტ დოუსონმა ორი კვირის წინ, ვარჯიშზე მარჯვენა ხელის თითი მოიტეხა. ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას თვეები დასჭირდებოდა, ამიტომ 30 წლის სპორტსმენმა სახსრის ზემოთ თითის ამპუტაცია არჩია, რითაც საკუთარი მწვრთნელი და თანაგუნდელები შოკში ჩააგდო.

„არ ვიცოდით, რა გვეფიქრა და მერე გავიგეთ, რომ საავადმყოფოში წავიდა და თითი მოიჭრა. ეს საინტერესოც არიას, იმიტომ რომ ვიცნობ ხალხს, რომლებიც თითს კი არა, ხელსა და ფეხსაც გაიღებდნენ აქ მოსახვედრად“, - განაცხადა ავსტრალიელების კაპიტანმა არან ზალევსკიმ.

თავად დოუსონმა კი განმარტა, რომ გადაწყვეტილება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო, რომელმაც უთხრა, რომ ოპერაცია თითის სრული რეაბილიტაციის გარანტია არ იქნებოდა, ამპუტაციის შემდეგ კი ის სპორტს უკვე 10 დღეში დაუბრუნდებოდა.

„ჩემი კარიერის დასასრულთან უფრო ახლოს ვარ, ვიდრე დასაწყისთან და ვინ იცის, შეიძლება ეს ჩემი ბოლო ოლიმპიადა იყოს. ვგრძნობ, რომ კვლავ შემიძლია ჩემს საუკეთესო დონეზე გამოსვლა და თუ ამის საფასური თითის ნაწილი მოკვეთაა, ეს საფასური გადავიხადე“, - განაცხადა დოუსონმა ერთ-ერთ პოდკასტში სტუმრობისას.

პირველ თამაშს ოლიმპიადაზე დოუსონი და მისი გუნდი არგენტინის წინააღმდეგ, 27 ივლისს ჩაატარებენ .