„არცერთ ემიგრანტს აღარ სჭირდება ვინმესთვის ახსნა თუ საიდან არის... სულ 4 სიტყვა - „მე ხვიჩას ქვეყნიდან ვარ“ - დღის ფოტო ნეაპოლიდან

მამაო

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელი დიმა ნებიერიძე სოციალურ ქსელში „ნაპოლის“ დღევანდელ თამაშზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

ხვიჩა კვარაცხელიას დღევანდელ თამაშს ნეაპოლში ქართველი მამაოც გულშემატკივრობდა. 

„სიმბოლური ფოტო დღევანდელი ნეაპოლიდან.

ამ ბიჭმა შეცვალა მოსაწყენი ყოველდღიურობა, გააერთიანა ყველა, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა, შეხედულებებისა, სტატუსისა, პოზიციისა.

ხშირად ადამიანებს არ ესმით, თუ რატომ არის ფეხბურთი ასეთი მნიშვნელოვანი სხვებისთვის. ისინი ვერ ხვდებიან, რომ ფეხბურთი აქარწყლებს ადამიანის ცხოვრებაში პრობლემებს, დარდსა თუ სტრესს. 90 წუთის განმავლობაში, ადამიანები ივიწყებენ ყველაფერს და სრულად კონცენტრირდებიან მოედანზე, მღერიან, სკანდირებენ, ირგვლივ მყოფ ათასობით ადამიანთან ერთად ჰყვებიან საკუთარ გამოცდილებებზე და ისტორიებზე. იღებენ და გასცემენ უამრავ ენერგიებს და ემოციებს. ფეხბურთი უდიდესი სოციალური მოვლენაა.

არცერთ ემიგრანტს აღარ სჭირდება ვინმესთვის ახსნა თუ საიდან არის, რომელ მეზობელ სახელმწიფოებს შორის ვმდებარეობთ, ქვეყანა ვართ თუ ამერიკის შტატი, სტალინი და შევარდნაძე, სულ 4 სიტყვა - „მე ხვიჩას ქვეყნიდან ვარ” და ამაყად, მხრებშიგამართული აგრძელებ გზას“, - წერს დიმა ნებიერიძე.