„იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას...“ - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
1763238321
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა და 4:0 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ კომენტარი ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ლუის დე ლა ფუენტემ გააკეთა.
"არ ვეთანხმები იმას, რომ საქართველომ სუსტად ითამაშა. მათ კარგი ნაკრები ჰყავთ, თუმცა ჩვენ საუკეთესო გუნდი გვყავს და კარგი სამუშაო გავწიეთ.
საქართველოს კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, კარგი მომავალი აქვთ და წარმატებულები იქნებიან. საქართველოს კარგი ახალგაზრდები ჰყავს და მთავარია, საკუთარ განვითარებაზე იფიქრონ.
ჩემი ნაკრების თამაშით კმაყოფილი ვარ, თუმცა რა თქმა უნდა, უფრო მეტი გვინდა", - განაცხადა დე ლა ფუენტე,