1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი ნეაპოლში არსებულ ვითარებაზე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ქალაქში ყველგან ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას ფოტოებია.
„ნეაპოლში “ვაგზალზე” გამოდიხარ თუ არა მატარებლიდან გხვდება დიდი ბანერი კვარაცხელია/ოსიმენის გამოსახულებით, ყველა სპორტულ მაღაზიაზე ხვიჩას პლაკატები, ტურისტულ ქუჩებზე ხვიჩას სათამაშო სტატუეტკები (მარადონას გვერდით), მაისურებზე მაგნიტებზე და სანთებელებზე ხვიჩა, მთელი სტადიონი სკანდირებდა ხვიჩას! ყველამ აღფრთოვანებულია ხვიჩათი!!!
- არ მორცხვობ (მით უფრო ნაპოლში) იმით რომ ქართველი ხარ, მოგეხსენებათ სულ მთლად კარგი რეპუტაციით არ ვსარგებლობთ… თამამად აფრიალებ საქართველოს დროშას და ყველა გიცინის, გეფერება და გიქებს 22 წლის ქართველ ბიჭს !!!
- დიდი მადლობა ამ ბიჭს რომ საქართველო უკეთესი კუთხით გააცნო მინიმუმ იტალიას!", - წერს სადღობელაშვილი.