პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ივლისის ტესტ-მატჩების სერიის მეორე შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „ბათუმი არენაზე“ იტალიის ნაკრებს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, 9 ქულის სხვაობით, 28:19 დაამარცხა.
ბორჯღალოსნებმა მეტოქის წინააღმდეგ 3 ლელო დადეს, აქედან 2 თედო აბჟანდაძის ანგარიშზეა, ერთი ლელო კი სანდრო თოდუამ მიითვალა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
ლევან მაისაშვილი: გამარჯვებას ველოდებოდი და უიმედოდ ნამდვილად არ ვიყავით. რთული იყო, არ არის ადგილი დაგეგმო მოგება იტალიასთან და შეასრულო. ბიჭებისგან რა მუხტიც ვიგრძენი და ის შრომა, რაც ჩავატარეთ, იმის იმედს და ნდობას იძლეოდა, რომ ამ თამაშს მოვიგებდით.
ამ მოგებით ყველას ვაჩვენეთ, რომ დიდ გუნდებთან თამაში შეგვიძლია. ამან კიდევ უფრო უნდა დააფიქროს რაგბის მამები, რომ ეს არ არის ვიწრო წრის თამაში და უფრო მეტს ვიმსახურებთ.
როდესაც შემოვდიოდი, იტალიის მწვრთნელმა მომილოცა. მითხრა, რომ ჟურნალისტებს კარგი კითხვები გექნებოდათ, მაგრამ ძალიან დიდი პროცენტულობა იყო, რომ ჩვენი მისამართით ნეგატიური კითხვები ყოფილიყო. კრიტიკა არ არის მიუღებელი. საქმის კეთება მნიშვნელოვანია. ის რაც გარედან არ ჩანს, შიგნით იჩენს თავს. მაგალითად, ეს არის თაობათა ცვლა. გვქონდა ბევრი დასანანი თამაში, სადაც ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა გამარჯვებამდე. როდესაც 8 ერზე ვითამაშეთ, ჩვენი მიზანი იყო, რომ ყველა თამაშზე მაქსიმუმი გაგვეკეთებინა. ტაბლოსთვის არ უნდა შეგვეხედა. დღეს კი ვუთხარი, რომ ტაბლოსთვის მთავარი იყო. ამ თამაშის შემდეგ ძალიან დიდი თავდაჯერებულობა გვექნება და ჩვენს გზაზე ძალიან დაგვეხმარება.
გულშემატკივრის როლი ძალიან დიდია. გაწბილებული გულშემატკივრის ნახვა ბევრად დიდი ტკივილია, ვიდრე წაგება. მარტივად მოსაგები თამაში არ იყო, არ იყო მარტივი მეტოქე, ყველანაირად ეცადნენ, რომ პირიქით დაეტრიალებინათ, მაგრამ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა.
იტალიას კიდევ ერთხელ სიამოვნებით შევხვდებოდით . გვქონდა ანალიზი მათზე, ძალიან ემოციური ხალხია, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ ემოციით ვერ გვაჯობებდნენ. ვცდილობდი, რომ ტემპერატურა უფრო მაღლა არ აგვეწია, რადგან ბიჭები ისედაც ამაღლებულ განწყობაზე იყვნენ. ჩვენ თუ ვთამაშობთ რუმინეთთან და ესპანეთთან, ესენი თამაშობენ 6 ერს. უნდა დაგვეჯაბნა ფიზიკაში. ისინი ხელით შეგვიტევდნენ და უნდა გაგვეტეხა.
საოცარი დებიუტი გვქონდა. გვინდოდა, რომ თამაში აქტიურად დაგვეწყო. გვინდოდა, რომ წნეხში მოგვექცია. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ თამაშში დავაბრუნეთ და წინაც გავიდნენ. ვერ ვისწავლეთ, რომ უპირატესობით როცა იგებ, ეს უნდა შეინარჩუნო და შეცდომებით
დიდი მადლობა ბათუმს, გულშემატკივარს, რაგბის კავშირს, რომელმაც საოცარი ძალისხმევა გაწია. ყველა დეტალი მაქსიმალურად იყო შესრულებული. დიდი მადლობა ბიჭებს, რომელმაც საოცარი სამუშაო გასწიეს, მადლობა მწვრთნელებს, სტაფს, ყველა პერსონალს.
შეგახსენებთ, რომ „ბორჯღალოსნები“ ზაფხულის ტესტების დასკვნით შეხვედრას 16 ივლისს ქუთაისში „აია არენაზე“ პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.