1746303287
ალექსანდრე ჩივაძე იყო კაპიტანი მაშინ, როდესაც „თბილისის დინამომ“ მოიპოვა ყველაზე დიდი გამარჯვება, მას უდიდესი როლი აქვს შეტანილი პროფესიონალ ფეხბურთელად ჩემს ჩამოყალიბებაში - კახა კალაძე

თქვენ უდიდესი როლი გაქვთ შეტანილი პროფესიონალად, წარმატებულ ფეხბურთელად ჩემს ჩამოყალიბებაში, ამას ძალიან ვაფასებ და მადლიერი ვარ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ფეხბურთელ ალექსანდრე ჩივაძის 70 წლის საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, თბილისის დინამოს მიერ ევროპის ქვეყნების თასების თასის მოპოვებამ დიდი სიხარული მოუტანა ქართველს ხალხს.
„ალექსანდრე ჩივაძე იყო თბილისის დინამოს კაპიტანი მაშინ, როდესაც თბილისის დინამომ მოიპოვა ყველაზე დიდი გამარჯვება – მოიგო ევროპის ქვეყნების თასების თასი. ამ გამარჯვებამ ძალიან დიდი სიხარული მოუტანა ქართველ ხალხს. ყველა იქ მოთამაშე ფეხბურთელი იქცა ლეგენდად, ქართველი ხალხის საყვარელ ადამიანად. მე, სულ რაღაც 18 წლის ბიჭი ვიყავი, როდესაც პირველად, თქვენი ხელმძღვანელობით, მომეცა შესაძლებლობა, ჩემი დებიუტი შემდგარიყო საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. თქვენ უდიდესი როლი გაქვთ შეტანილი პროფესიონალად, წარმატებულ ფეხბურთელად ჩემს ჩამოყალიბებაში. ამას ძალიან ვაფასებ და მადლიერი ვარ“, – განაცხადა კახა კალაძემ.